გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა.
საუბრის თემა ,"ახალგაზრდობის როლი პოლიტიკურ პროცესებში'' იყო. რუსთაველმა ახალგაზრდებმა გირჩის ლიდერს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კითხვებიც დაუსვეს.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დასწრება თავისუფალი იყო.
შეხვედრა რუსთაველი ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა.