ვისი სახელი მიენიჭება რუსთავის ერთერთ ქუჩას

2018-12-22 13:50:49

რუსთავის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს.

მათ შორის, რუსთავის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების და M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის (ტარიფის შენარჩუნების) შესახებ.

შეხვედრაზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი ინიციატივით გამოვიდა. რეხვიაშვილს სურვილი აქვს, რომ რუსთავში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას გურამ ქაშაკაშვილის სახელი მიენიჭოს.

"მივმართავთ მთავრობას რომ მოგვცეს საშუალება ცოცხალი ადამიანის სახელი დავარქვათ ქუჩას"- განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

იქნება თუ არა ნიკოლოზ ქაშაკაშვილის სახელობის ქუჩასთან ერთად, ბიძამისის, გურამ ქაშაკაშვილის სახელობის ქუჩა რუსთავში ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.