რუსთავში საახალწლო ნაძვის ხე გაანათეს.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას ბავშვებთან ერთად, ქალაქის მერი და თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამდეგი შობა-ახალი წელი ბავშვებს საშობაო სიმღერებით "თუთარჩელას" უმცროსმა თაობამ მიულოცა.
"პირველ რიგში ნიკოლოზობა მინდა მივულოცო რუსთაველებს. დღეს დაგეგმილი იყო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, როგოც იცით წელს ნაძვის ხის ადგილმდებარეობა შეიცვალა. საახალწლო ღონისძიებები ახალ წლამდე სამი დღით ადრე დაიწყება. ამ სამი დღის განმავლობაში იქნება სხვადასხვა გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის. 31 დეკემბერს გრანდიოზული კონცერტით შევხდებით ახალ წელს. საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.