რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება

2018-12-19 14:42:18

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს:

"რუსთავი, ლეონძის ქ. N 22-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 19/12-ის 14:45-დან 18:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

ლეონიძის ქ. N 14, 16, 18, 20, 22, მესხიშვილის ქ. მე-3 გასასვლელის N 6, 8, 10."