რუსთავში "ჭკვიანი" კამერები ამოქმედდა

2018-12-20 00:33:22

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური "ჭკვიანი" კამერები აამოქმედა.

2018 წლის 19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური "ჭკვიანი" კამერები აამოქმედა რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ, 4 ლოკაციაზე:

1. რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

2. რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან - ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ.შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

3. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ.კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

4. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 350 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.