ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილზე.
სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი ხეს დაეჯახა და ამოტრიალდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 18 წლის ბიჭმა ბიძას ავტომობილი მოპარა, სოფლიდან გზატკეცილზე გავიდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
დაშავებული ნათესავებმა მრავლობითი მოტეხილობებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.