რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება არის 210900 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შპს "ტექნომშენ ჯგუფია".
არსებული ინფორმაციით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ნოემბერში, თუმცა კომპანიამ ვერ დაასრულა და იმყოფება ჯარიმაზე, მაგრამ სამუშაოებს აგრძლებს.
"ამ ეტაპზე და პროექტის ფარგლებში ხდება საავტომობილო საფარის მოწესრიგება, ტროტუარების და სანიაღვრე ქსელის. ახლა არის კომპანია ჯარიმაზე, ხელშეკრულებით სამუშაოების ვადა ამოწურულია, მაგრამ სამუშაოებს აგრძელებს და კომპანიამ უნდა თქვას რამდენ ხანში დასრულდება."- განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ