ადევნების კიდევ ერთი ფაქტი რუსთავში

2018-12-16 23:06:34

ადევნების კიდევ ერთი ფაქტი რუსთავში.

60 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვნებს სახლში ეპატიჟება.

ადევნებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რამდენიმე ადგილობრივმა მიაწოდა.

არსებული ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი, XXI მიკრორაიონში, სკოლის მოსწავლეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოზარდებს სახლში ეპატიჟება და სთავაზობს რომ უცხოენაში მოამზადებს. ბავშვების მშობლები აცხადებენ რომ ამ გზით მამაკაცს სურს მოზარდები სახლში შეიტყუოს. მშობლები აღნიშნავენ რომ მამაკაცი ცდილობს ბავშვებს ფიზიკურადაც შეეხოოს, მათი ვარაუდით ადგილი აქვს გარყვნილ ქმედებას და შესაბამისი უწყებისგან რეაგირებას ითხოვენ.