რუსთავში მანქანა ბავშვს დაეჯახა [video]

2018-12-16 19:23:06

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 10 წლის ბიჭს მანქან დაეჯახა. [ვიდეო/video]

"ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს მაშინ დაეჯახა როდესაც მოზარდი გზაზე გადადიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.