ელ.ენერგიის მიწოდების დრომ გადაიწია

2018-12-16 14:41:39

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ელექტროენერგიის აღდგენის დრომ კიდევ 2 საათით გადაიწია და სავარაუდოდ 16:00 საათისთვის აღდგება.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში აცხადებენ რომ ავარიული გათიშვის შედეგად ადგილზე მუშაობენ მათი თანამშრომლები და ეცდებიან რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.