მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-12-15 23:18:25

16-17 დეკემბრს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 16-17 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

თბილისში 16 დეკემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 17-18 დეკემბერს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა 12, +14 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 16 დეკემბერი +11°C, 17 დეკემბერი +5°C, 18 დეკემბერი +7°C, 19 დეკემბერი +6°C.