ქურდობა რუსთავის სასაფლაოზე [photo]

2018-12-15 22:52:08

რუსთავის სასაფლაოებზე ქურდობის ფაქტები ისევ გახშირდა.

"ინფო რუსთავს" ერთერთი რუსთაველი დაუკავშირდა რომელლმაც სააგენტოს ფოტოები მიაწოდა და მოუყვა რომ სასფლაოზე თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა ნივთებს იპარავვენ.

ქურდები ძირითადად ფერად ლითონს ჭრიან, ხსნიან და მიაქვთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპარულია რკინის მაგიდა და სკამები.

შეგახსენებთ რომ რუსთავის სასაფლაოებზე მსგავსი ფაქტები ადრეც დაფიქსირდა.

"ინფო რუსთავმა" აღნიშნულ თემაზე სპეციალური გადაცემაც კი მოამზადა.