საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება იყო

2018-12-14 16:20:49

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაკვამლიანება იყო.

სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

აალება ბუხარში მოხდა, თუმცა ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ერთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.