რუსთავში სკვერებს ასუფთავებენ

2018-12-14 11:35:14

რუსთავსერვის ცენტრი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ რეკრეაციულ ადგილებს, პარკებსა და სკვერებს ასუფთავებს.

სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ასეთი ადგილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ფოთლებისგან და ბალახისგან გაწმინდეს.

აღნიშნულ სამუშაოებს სამსახური პერიოდულად, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ახორციელებს.