როგორ ემზადება რუსთავი ახალი წლისთვის

2018-12-13 16:56:26

რუსთავში, მერიის წინ მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო.

შესაბამისი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან მიმდინარეობს.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები მოედანზე საახალწლო განათებებსაც ამონტაჟებენ. პარალელურ რეჟიმში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

როდის განათდება მთავარი ნაძვის ხე და როდის ჩაირთვება საახალწოლო განათებები უცნობია.

რუსთავში, საახალწლო სამზადისი დაახლოებით 2 კვირაა მიმდინარეობს. საახალწლო განათებების დამონტაჟება რუსთავსერვის ცენტრმა თოდრიას ქუჩიდან დაიწყო. სამსახურის თანამშრომლებმა საახალწლო აქსესუარებით ქალაქის ძირითადი ნაწილი უკვე მორთეს.

რაც შეეხება საახალწლო სოფელს, დეკორაცია ლეონიძის ქუჩაზე რამდენიმე დღეში მოეწყობა.