ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა [video]

2018-12-12 23:51:53

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. მსუბუქი მანქანა 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. [ვიდეო/video]

XIX მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს მაშინ დაეჯახა რა დროსაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

ტაქსის მძღოლის ინფორმაციით ის შეეცადა მამაკაცისთვის მანქანის არიდებას თუმცა ვერ მოახერხა. არსებული ინფორმაციით ქვეითი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.