საცობი მაგისტრალზე

2018-12-12 18:34:23

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.

არსებული ინფორმაციით საავტომობილო საცობი ქვემო ფონიჭალაში გზის მშენებლობით არის გამოწვეული.

მძღოლები აღნიშნული მონაკვეთის გავლას ნახევარ საათზე მეტს ანდომებენ.