13 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-12 17:15:57

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, სავანეთი, ბალახაური, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში თამარისი, ფარიზი, სავანეთი, სისკალა, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკაში და წალკის რაიონის სოეფლბში კოხტა, ხარება და მიმდებარე სოფელბში,

12:00-დან 15:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ალგეთი, ახალსოფელი, ზირბითი, გოხნარი და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 15:30 საათამდე რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.