რისი გაკეთება იგეგმება

2018-12-09 16:41:43

2019 წლიდან კოსტავას გამზირის გაგრძელებაზე ფასადების რეკონსტრუქცია დაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა განუცხადა.

"დასკვნით ეტაპზეა პროექტირება. მიმდინარეობს ფერების შერჩევა ფასადებისთვის. აღნიშნული პროექტი გულისხმობს კოსტავას გამზირის გაგრძელებაზე  ფასადების  რეკონსტუქციას და ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას კონკრეტულად განათებების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, შუა გამყოფი ზოლების რეაბილიტაციას. პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია, შესაბამისად ეტაპობრივად მოხდება მისი განხორციელება", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ.

რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება, ფასადის რეკონსტურქციის გარდა 3 700 000 ლარს შეადგენს. ფასადების რეაბილიტაცია კი 1 700 000 ლარი დაჯდება.