რუსთავში ლუდი გაძვირდა

2018-12-12 12:50:18

ცუდი სიახლე ლუდის მოყვარულთათვის.

რუსთავში ლუდი დაახლოებით 50 თეთრით გაძვირდა. როგორც სუპერმარკეტების მფლობელების ნაწილი ინფო რუსთავთან აცხადებს, ლუდის სხვადასხვა სახეობებზე ფასები 5%-დან 15%-მდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელმა გაზარდა ფასი, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ მომავალი წლიდან ფასებს ის ლუდის მწარმოებლებიც გაზრდიან, რომლებიც ჯერ-ჯერობით ძველ ფასს ინარჩუნებენ.