სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერიაში გაიმართა

2018-12-11 14:27:07

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის(ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტორლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელაძემ საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და „კარგი მმართველობის პრინციპების” დამკვიდრების მიზნით, ქვეყნის საჯარო სექტორში, 2010 წლიდან მიმდინარე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმაზე ისაუბრა.

რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან და შიდა აუდიტის სამსახურებთან სამუშაო შეხვედრები იმართება.

რეფორმის მიზანი, მომავალში ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტური შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების მეტად მიზნობრივ, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრებით უფრო გაძლიერდება საჯარო კონტროლი შიდა ფინანსების მართვაზე, მოხდება შეფასებითი კრიტერიუმების დანერგვა და განხორციელება.