ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

2018-12-11 14:17:57

თბილისში, მამაკაცმა  "ჰონდას" მარკის მანქანა გაიტაცა, შემდეგ კი ავარიაში მოჰყვა. პირმა მანქანა მაშინ გაიტაცა, როცა მძღოლი სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან იყო გადასული.

დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ჰონდას" მარკის ავტომობილი, გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 5 ავტომობილი დაზიანდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც  "ჰონდას" მარკის ავტომობილს მართავდა დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა და გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდაცველები და აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილას დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.