"გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" პროგრამას, რუსთავის #1 საბავშვო ბაღი შეუერთდა.
აქციაში სახელწოდებით, "ერთად აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა" #1 ფილიალის აღსაზრდელთა მამები ჩაერთნენ.
"მამების შვილებთან ინტენსიური ურთიერთობა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი საქმეა"- ამის შესახებ ბაღის გამგემ ლეილა გორგაძემ განაცხადა.
"თუ გვსურს ჩვენს პატარებს ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა, გაიზარდონ თავდაჯერებულ ადამიანებად სწორედ საბავშვო ბაღის ასკიდან უდა გრძნობდნენ მამების სითბოსა და სიყვარულს"- აღნიშნა გორგაძემ.