საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

2018-12-11 13:16:17

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

მგზავრები "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავენ რომ საავტომობილო საცობში ნახევარ საათზე მეტია რაც იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით საგზაო მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა.