"უსაფრთხოების მიზნით იქნებ რამე იმოქმედონ"

2018-12-10 21:29:56

რუსთაველი თამუნა ყანდაშვილი "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და ინფორმაციის გავრცელება სთხოვა. წერილს რუბრიკაში "შენი ხმა" გთავაზობთთ.

"მოგესალმებით. ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის გასასვლელის #4 ნომერში, პირველ სადარბაზოსთან კანალიზაციის ჭას რაც ეფარა ის გატყდა და წაში ჩავარდა. უსაფრთხოების მიზნით იქნებ რამე იმოქმედონ, ხმა რომ მიაწვდინოთ. ძალიან ბევრი ბავშვია და საშიშია არ ჩავარდეს ვინმე, მით უმეტეს ღამით ჩაბნელებულია უბანი", - თამუნა ყანდაშვილი.