რუსთავში პურის ფასი გაიზარდა

2018-12-10 11:51:00

რუსთავში პურის ფასი თითქმის ყველა სახეობაზე და ყველა მაღაზიაში გაიზარდა.

მაღაზიებში და საცხობებში აცხადებენ რომ პურის ფასის გაზრდა ფქვილის ფასის ზრდამ გამოიწვია.

ამ დროის მონაცემებით 1 ტომარა ფქვილი 5 ლარით გაიზარდა და 53 ლარი შეადგინა.

პურზე ფასი კი მინიმუმ 10 თეთრი გაიზარდა.