მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-12-09 18:23:49

გარემოს ეროვნული სააგენტო: 10-12 დეკემბრს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსი იქნება.

თბილისში 10-12 დეკემბერს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა 12 +14 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 დეკემბერი +10°C, 11 დეკემბერი +12°C, 12 დეკემბერი +12°C, 13 დეკემბერი +10°C.