რა ვითარებაა საწარმოში

2018-12-10 00:49:28

მეტალურგიული ქარხნიდან მუშების დათხოვნის პროცესი იწყება, ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საწარმოს ერთერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.

"ოთხშაბათიდან, 12 დეკემბრიდან დაახლოებით 500 თანამშრომელს დაითხოვენ, ხოლო 15 იანვრიდან კი 1000-ზე მეტი თანამშრომელი ქარხანას დატოვებს. საწარმოს ხელმძღვანელობამ გვითხრა რომ 3 თვიან უხელფასო შვებულებაში გვიშვებენ", - განაცხადა "ქართული ფოლადი"-ს თანამშრომელმა.

არსებული ინფორმაციით ქარხნიდან იმ თანამშრომლებს ითხოვენ რომლებიც მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ, მასშტაბური დათხოვნა კი ახალი წლის შემდეგ მოხდება.

ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ავრცელებს.