ლაშა კალანდაძის პირველი პერსონალური გამოფენა

2018-12-10 17:49:44

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში 11 დეკემბერს ახალგაზრდა მხატვრის, ლაშა კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ლაშა კალანდაძე თვითნასწავლი მხატვარია. მისი ნამუშევრები აქამდე მხოლოდ პროფესიული მხატვრული წრეებისთვის იყო ცნობილი. 11 დეკემბრიდან კი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ექსპოზიციაზე მხატვრის დაახლოებით, 30-მდე ფერწერული ტილო იქნება წარმოდგენილი. ავტორი დამთვალიერებელს პირადად წარუდგენს რამდენიმე წლის განმავლობაში გრაფიკაში და აკვარელში შესრულებული ნამუშევრების ექსპოზიციასც.

გამოფენა 11 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა საზოგადოება რუსთაველების ორგანიზებით გაიმართება.