რას აცხადებენ რუსთავის ბაღების გაერთიანებაში

2018-12-12 16:23:29

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები მოახლოვდა.

ინფო რუსთავი დაინტერესდა, როდის იწყება საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში.

როგორც ინფო რუსთავის, რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზამთრის არდადაგები 28 დეკემბერს დაიწყება და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, შესაძლოა ბაღებში თავისუფალი დასწრება 15 იანვრამდე იყოს.