"შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს"

2018-12-09 15:12:11

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრეზიდენტის   ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერის. ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულს და სიკეთეს, რომელსაც გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ,"- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.