მამაკაცი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, რუსთავში მცხოვრები 32 წლის დავით ხმალაძეა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, სოკარის ოფისთან მოხდა. მოტოციკლი სატვირთო მანქანა შეეჯახა. მოტოციკლს დავით ხმალაძე მართავდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
დავით ხმალაძე სამხედრო მოსამსახურე იყო. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. ქართველი ჯარისკაცი ერაყში და ავღანეთში სამშვიდობო მისიებშიც იღებდა მონაწილეობას.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.