დღეს ერთი ბერძნული პური 60-ის ნაცვლად 70 თეთრი ღირს.
მომხმარებლებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა პურის საყიდლად საცხობში მივიდნენ. საცხობის მფლობელი აღნიშნულის გამო მოქალაქეებს ბოდის უხდის და პურის გაძვირების მიზეზებს საინფორმაციო ფურცელზე განმრტავს, რომელიც ობიქტზეა განთავსებული.
ადგილობრივების განცხადებით, პური, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ 60 თეთრად შეიძინეს, ახლა 70 თეთრი ღირს.
როგორც ინფო რუსთავთან პურპროდუქტების მწარმოებლების ნაწილი ამბობს, პურის გაძვირება ფქვილზე მომატებულმა ფასმა გამოიწვია.
"იძულებულები გავხდით ფასი გაგვეზარდა, რადგან რამდენიმე თვეა უკვე ფქვილზე მომატებული ფასის გადახდა გვიწევს, ერთი ტომარა ფქვილი 40 ლარი ღირდა და ახლა 50 ღირს, ჩვენც რა ვქნათ"- ამბობს ერთერთი საცხობის მფლობელი.
რუსთავში ათეულობით საცხობია, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა სახეობის პურს აცხობენ.
იმ საცხობში, სადაც პურზე ფასი ჯერ არ მოუმატებიათ, აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში გაიზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის შეჩერება მოუწევთ.
ზოგიერთი პურპროდუქტების მწარმოებლი ამბობს, რომ შესაძლოა პურზე ფასმა არ მოიმატოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ამასთან ერთად პურის წონაც შემცირდეს.