ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-12-08 08:00:41

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. [ვიდეო/video]

ლეონიძის ქუჩაზე, ავტომობილი მოცურდა და მაღაზიაში შევარდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი მოდებაძის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩაზე გადავიდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა და მაღაზიის ვიტრინა შეამტვრია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.