2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსთავში 2 772 ბიულეტენი გაბათილდა.
რუსთავის #20 საოლქო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სულ 57 816 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რეგისტრირებული კი 108 034 ამომრჩეველი იყო.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დღეს, 7 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მელანია კაკაბაძე - "ვინაიდან სულ 2 კანდიდატი იყო მოვითხოვე გადათვლა გაბათილებული ბიულეტინების, მაინტერესებდა ვის ეკუთვნოდა. იყო ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვის ფაქტები, მიუხედავად დამდგარი შედეგისა პროცენტულად ძალიან დიდი სხვაობა უნდა ყოფილიყო რაც არ აისახა ბოლო მონაცემზე. პირველ ტურში საკმაოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ, მეორე ტურში, აღნიშნული შედეგი არ ასახავდა რეალობას. მე გავაპროტესტე და შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოვაწერე".
"კანონის ფარგლებში, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში შეივსო შემაჯამებელი ოქმი, სადაც ასახულია 2 კანდიდატის მიღებული ხმათა რაოდენობა და აგრეთვე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და მოსული ამომრჩევლის რაოდენობა. ესწრებოდა 12-ვე წევრი, ხელისმოწერა ყველა წევრმა დააფიქსირა, დროებითი წევრის მიერ განსხვავებული აზრი იყო დართული. რაღაც ნაწილში მათ ჰქონდათ პრეტენზია, ეს მათი ნებაა რომ დაურთონ ეს განსხვავებული აზრი, რომელიც არაფერს არ ცვლის"- განაცხადა რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არცევნების მე-2 ტურში რუსთავში, გრიგოლ ვაშაძემ 28 349 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი 26 689 ხმა.