მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია [video]
2018-12-07 13:41:31

კომპანია რუსთავის წყალმა მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა. [ვიდეო/video]

კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 450 მ სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა. ამასთან ერთად, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. აღნიშნული პროექტის შედეგად წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ჭყონდიდელის დასახლების და მარჯვენა სანაპიროს მიკრორაიონების მოსახლეობას. პროექტში კომპანიამ 120 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2018 წელს ქალაქ რუსთავში ჯამში 18 კმ წყალმომარაგების სისტემა შეცვალა და ქსელის სტაბილურობისთვის 190-ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.

მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია 7 დეკემბერს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

ახალ ქსელზე გადაერთების დროს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 დეკემბერს 22:00 საათიდან 8 დეკემბრის  დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჭყონდიდელის დასახლებას, მშვიდობის, სანაპიროს და ალუბლების ქუჩებს. მე-11 - მე-12 და მე-16 – 21-ე მიკრორაიონებს;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.