#24 საჯარო სკოლის მოსწავლე ინტელექტ-შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.

2017-02-16 19:58:55

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში პროექტ "ეტალონის" დასკვნითი ტური გაიმართა. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. რუსთავში ეტალონის მოსწავლის ტიტული #24 საჯარო სკოლის მოსწავლეს, სოფო ქურდაძეს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს რომ გამარჯვებული მოსწავლე ინტელექტ-შეჯიბრის ფინალში გადავიდა. ფინალური ტური გაზაფხულზე, ბათუმში ჩატარდება. ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნიის და რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.