საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში გაიმართა

2018-12-07 12:30:19

დაგროვებითი პენსია და საპენსიო რეფორმა - ამ საკითხთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ დაგეგმილ  სიახლეებს.

შეხვედრის მიზანი საპენსიო რეფორმის მნიშვნელობისა და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლების ადგილობრივი აუდიტორიისთვის წარდგენა და რეფორმის ფართო მახასიათებლების ადგილობრივი აუდიტორიისთვის წარდგენა იყო.

როგორც ცნობილია დაგროვებითი პენსიის  რეფორმა 1 იანვრიდან ამოქმედდება. სააგენტოს განმარტებით,  მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. 

რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდშეხება. საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს.

სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს.  შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება თითოეულ დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს ექნებათ 2 თვე.