ხანძარი რუსთავში, ცეცხლი საყარაულო ჯიხურში გაჩნდა. [ვიდეო/video]
XVII მიკრო-რაიონში ცეცხლი ავტოსადგომისთვის განკუთვნილ საყარაულო ჯიხურში გაჩნდა. ოთახში 66 წლის მამაკაცი იმყოფებოდა.
მამაკაცს ცეცხლის ხელის, ზურგის და თავის არეში წაეკიდა. პაციენტმა მიიღო დამწვრობა და ინტოქსიკაცია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.