გიორგი ბეგაძე განცხადებას ავრცელებს

2018-12-07 01:45:26

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ინფორმაციას ავრცელებს: მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მძიმე მდგომარეობაშია და მაშინვე ჩავერთეთ ამ საქმეში. 

სასწრაფოდ  კომიტეტის სხდომა ჩავნიშნეთ, რომელიც დღეს გაიმართება. სხდომაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება ქარხანაში შექმნილი მდგონარეობის შესახებ და ვიმსჯელებთ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი.

როგორც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და დარგობრივი კომიტეტის მოადგილე, დღეს ჩემთვის ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში ეს გახლავთ.

ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითარება.ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კი მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ამიტომ მოგვიწევს მაქსიმალური ძალისხმევა ამ შემთხვევაშიც, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევა და ქარხანა არ გაჩერდეს და არ მოხდეს თანამშრომლების დათხოვნა სამსახურებიდან.