შშმ პირთა საერთაშორისო დღე [photo]

2018-12-06 20:41:05

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის დღის ცენტრში, ღონისძიება გაიმართა.

ცენტრის ბენეფიციარებმა საბავშვო სპექტაკლი "ფიფქია და შვიდიი ჯუჯა" წარმოადგინეს.

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი - "ძალიან ემოციური, ძალიან კარგი დღეა, საინტერესო წარმოდგენა ვიხილეთ. ცენტრის თანამშრომლები სიყვარულით და სითბოთი აკეთებენ თავიანთ საქმეს."

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა - "თითოეულ თანამშრომლეს მინდა გულწრფელად ვუთხრა მადლობა, ეს ადამიანები ყველანი არიან განსაკუთრებული ადამიანები."

რუსთავის მერია დღის ცენტრის თანამშრომლებს მომავალი წლიდან ხელფასებს მცირედით გაუზრდის.