ახალი საბავშვო მოედანი რუსთავში [photo]

2018-12-08 17:19:24

რუსთავს ახალი საბავშვო, სათამაშო, გასართობი მოედანი შეემატა, რომელიც მეგობრობის #45 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა სათამაშო გასართობი ატრაქციონი, ორი ჩამოსასრიალებლით, ასევე, მოეწყო სტანდარტული ორი საქანელა და აიწონა-დაიწონა, სიმაღლის საზომი მორი ნიშნულით, სკამები და სანაგვე ურნები.

სამუშაოების ღირებულებამ 36 500 ლარი შეადგინა.