7 დეკემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-06 17:07:42

7 დეკემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

კერძოდ: 7 დეკემბერს 10:20-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, კარათაკლია, აღთაკლია, აქთაკლია, გაჩიანი, დიდი ლილო, სამგორი, მარტყოფი და მიმდებარე სოფელბში,

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ცურტავი, მოლახმედლო, არქევანი, შაუმიანი და მიმდებარე სოფლებში,

16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-11, მე-12, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაიონებში, ერისთავის, ქუჩიშვილის, მშვიდობის, ტურგენევის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელბში ჯავახი, კიზილქილისა, საფარლო, იაღუფლო, გედაგდაღი, უსეინქენდი და მიმდებარე სოფელბში,

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, 9 აპრილის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წყლულეთი, ორბეთ, ირაგა, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.