"100 განსაკუთრებული ქალის ისტორია"

2018-12-06 13:47:35

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" რუსთავის ოფისის ორგანიზებით,  გენდერული  ძალადობის  წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, წიგნის "ძილისპირული ამბები მეამბოხე  გოგონებისთვის საჯარო კითხვა რუსთავის  სკოლების უფროს კლასელთათვის" გაიმართა.

წიგნი, რომელიც სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერაა გაფორმებული, ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია,  რომელიც 100  განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს.

წიგნიდან ამონარიდების წაკითხვის  შემდეგ ახალგაზრდებმა საქართველოში და რუსთავში მცხოვრები გამოჩენილი ქალბატონების ისტორიებზე ისაუბრეს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები განიხილეს და გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ სტატისტიკას გაეცნენ.