6 დეკემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
6 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, ხატისოფელი, ვანათი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. ბოლნისში,
11:00-დან 16:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, პობედა და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე,
11:15-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, სარალი, გეურარხი, ახლოლალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.