საკრებულოს სხდომა გაიმართა
2018-12-05 15:53:15

რუსთავში საკრებულოს სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით განხილული იყო ათი საკითხი. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების, "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" 2018 წლის შემოსავლების  და "ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების"  2018 წლის პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა საკითხი 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
"მოგეხსენებათ, რომ წლის ბოლოა და გარკვეული ეკონომიებია სხვადასხვა მუხლებში. იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს წლის ბოლომდე ჩვენმა ბიუჯეტმა ამისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები, სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი ჩვენი საკრებულოს სხდომა,"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საკრებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა