საზღვარზე ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე რუსთავის პოლიციამ 2 პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით დაკავებულები ირანის მოქალაქეები არიან.
ბრალდებულები, რუსთავის პოლიციამ სამედიცინო კვლევის მიზნით ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცებმა, ნარკოტიკული საშუალებები სხეულით გადმოიტანეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით პირებს, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა ჩაუტარდა, 2 მათგანს, სხეულში 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე, ამოღებულია 8 შეკვრა ჰეროინი. მომხდარზე გამოძიება სსკ 260- მუხლის მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გადაზიდვას გულისხმობს".