ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში [video]

2018-12-04 16:50:44

რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში ოთხი ადამიანი ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. [ვიდეო/video]

შემთხვევა მე-20 მიკრო რაიონში იმ დროს მოხდა, როცა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ.
სამი მათგანი  სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსა, ხოლო 70 წლამდე ქალბატონი კლინიკა ,,რუსთავში” არის გადაყვანილი.

"რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შემოყვანილია სამი პაციენტი. წყლის გაუმართავი გამათბობელის გამო მოხდა ნახშირჟანგის დაგროვება, რის შედეგადაც ქალბატონები მოიწამლნენ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მიმდინარეობს მკურნალობა", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას  ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს ექიმმა.