გრიგოლ ვაშაძე, რუსთავში ამომრჩეველს შეხვდა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რუსთაველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ინფო რუსთავის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა შემთხვევაში მიულოცავს გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას, ვაშაძემ განაცხადა, რომ:
"სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბრდნიერებას, შვილიშვილების გაჩენას მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა კრიმინალური ტერორის მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის ოლიგარქის სპეცოპერაცია, ტოტალური გაყალბებით და ტოტალური ზეწოლით შესაბამისად ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ჩატარებულად და არასოდეს არ ვაღიარებთ შედეგებს. საქართველოს არ ყავს პრეზიდენტი , პრეზიდენტი ჰყავს მარტო ბიძინა ივანიშვილს.”