საკადრო ცვლილებები მერიაში

2018-12-04 00:50:06

რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება.

შესაძლოა რამდენიმე სამსახური გაუქმდეს, გაერთიანდეს ან ახალი წარმოიქმნას, ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

"უფრო მეტად მოქნილი უნდა იყოს მერია, საჭიროა რეორგანიზაცია. კომპეტენტურ სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით მერიაში განხორციელდება საკადრო ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

მერიაში რეორგანიზაცია სავარაუდოდ 2019 წლის დასაწყისიდან განხორციელდება.